Thursday, October 20, 2016

ქართული ოცნების საარჩევნო გამარჯვება

არჩევნები 2016

ქრთულმა ოცნებამ 48 %-ით შესძლო მოეგო საპარლამენტო არჩევნები , ნაციონალურმა მოძრაობამ კი მხოლოდ 27% მოპოვება შეძლო , მესამე ადგილს კი 'პატრიოტთა ალიანსი" იკავებს . თუმცა 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართბა 50 მაჟრიტარულ ოლქში . სადაც გაირკვევა ვინ დააკომპლექტებს ახალ მთავრობას.

'' ქართული ოცნების'' ოფისში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდგომ , ალიანსის წევრებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს . დავით საგანელიძის განცხადებით ''იგი ზეიმობს წარმატებულ არჩევნებს , რომელიც 2016 წელს გაიმართა''.
საგანელიძის შეხვედრა ჟურნალისტებთან

   "მე ნამდვილად არ ვზეიმობ ეგზიტპოლების შედეგს, მე ვზეიმობ იმ წარმატებულ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ჩემთვის ამ წუთში ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ უმრავლესობაში ქართული ოცნება იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს პარლამენტი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული და ყველაზე ღირსეული,  ადამიანებით დაკომპლექტებული'' განაცხადა დავით საგანელიძემ. 
     ასევე , გამარჯვებას ულოცავდა თავის კოლეგებს თამარ ჩუგოშვილიც , რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს , რომ ნათლად სჩანს მათი დამაჯერებელი გამარჯვება .


     "
ზუსტად ასეთი მოლოდინები გვქონდა, ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით მთელი ამ პროცესის განმავლობაში და დარწმუნებული ვიყავით ამ გამარჯვებაში.''
   ასევე , პრესასთან კომენტარი გააკეთა ექს მინისტრმაც კახა კალაძემ , რომელმაც გამარჯვება მიულოცა მართველ ძალას და აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს მართველი ძალა ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს .
          ოპოზიცია კი თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და არჩევნების გაყალბებაზეც კი საუბრობს, თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ექსპერტები და მიიჩნევენ, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა ყოველგვარი არეულობების გარეშე , რაც ბოლო დროის ისტორიას თუ გადავხედავთ ძალზედ რთული დასაჯერებელია .
  ფაქტი ერთია ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის პასუხებს ელოდებიან , რათა საბოოლოოდ გაირკვეს მთავრობაში შემავალი პარტიების ზუსტი ციიფრი.