Tuesday, December 27, 2016

რას გულისხმობს პრემიერ მინისტრის განცხადება -ონლაინ სესხების აკრძალვა თუ რეგულაციის დაწესება ? !


   
  29  ნოემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ონლაინ სესხების აკრძალვის შესახებ .   კვირიკაშვილის თქმით, აკრძალვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტის ნაწილი იქნება, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად მზადდება: "ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითად აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა. რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალოვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება."



 საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ონლაინ სესხებით სარგებლობს ,   რომელთა უმეტესობისთვის ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა .

  მაქსიმალური თანხა , რომელსაც ონლაინ სესხები გასცემენ 1500 ლარია . პირველი სესხი ხშირ შემთხვევაში უფასო, ხოლო მომდევნო თანხის საკომისიო 19-20$-ია ,  რაც წელიწადში 240%  აღწევს . მსესხებელს შეუძლია სესხის გადავადების მოთხოვნაც თუმცა , სესხის გახანგრძლივებისთვის ძირი თანხის 20% უნდა გადაიხადოს.  თუ ამის შემდეგაც მსესხებელა თანხა ვერ დაფარა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტი დაეკისრება. საბოლოოდ თუ მსესხებელმა მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლო აღებული სესხის დაბრუნება  , ამის შემდეგ  მევალე გადახდის უნარო ხდება და მსესხებლისა და გამსესხებლის ურთიერთობაში მესამე პირი ჩნდება ე.გ ამომღები კომპანია , რომელსაც კომპანიები ურჩი კლიენტების საქმეებს გადასცემენ , ამომღები კომპანიები რეკავენ ყველგან  მოვალის ოჯახის წევრებთან , ნათესავებთან , მეზობლებთან . მათთვის ხელმისაწვდომია მოქალაქის პირადი მონაცემები , რომელსაც მევალის დასაშინებლად იყენებენ . ონლაინ კრედიტის მიერ დაქირავებულ ამომღებ კომპანიებს არაფერი აქვთ საერთო აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან , რომელიც ერთადერთი აღმასრულებელია ჩვენს ქვეყანაში . 



ხშირ შემთხვევებში სხვისი პირადობის მოწმობით ონლაინ სესხის აღება შესაძლებელია ,  რომელსაც ძირითადად 18 წლის მოზარდები იყენებენ , ისინი ძირითადად მშობლების რეკვიზიტებით ცდილობენ თანხის განაღდებას . მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს , რომ ონლაინ სესხებზე რეგულაციები უნდა დაწესდეს .



ჩვენთან საუბარში  ‘’ვებ კრედიტის ‘’ საკრედიტო ოფიცერი კობა ცერცვაძე აცხადებს , რომ ონლაინ სესხები არ აიკრძალება  , არამედ ახალი რეგულაციები დაწესდება .  ახალ რეგულაციებს კი ახალი წლის შემდგომ პერიოდიდან ელოდებიან . გამკაცრებული რეგულაციით ბევრი მოქალაქე ვეღარ ისარგებლებს , თუმცა , როგორც საკრედიტო ოფიცერი აცხადებს ახალი რეგულაციების შემოღება მართებული პროცესია , რომლითაც დაცულნი იქნებიან ონლაინ კრედიტები.



პოლიტიკისა და ეკონომიკის ექპერტი ნიკა ჩიტაძის განცხადებით , როდესაც პრემიერ მინისტრი საუბრობს ონლაინ სესხების აკრძალვაზე , ის მიიჩნევს , რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ერევა სამეწარმეო საქმიანობაში , ‘’პრემიერ მინისტრმა აუცილებლად უნდა დაასაბუთოს თუ რის გამო მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება ‘’.

ამ განცხადებას ეხმიანება ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი , რომან გოცირიძეც , რომელიც ამ გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებს